ბიზნეს ქოუჩინგი

ბიზნეს ქოუჩინგის ამოცანას წარმოადგენს ბიზნეს ლიდერის დახმარება და გაძღოლა, მიზნების სწორად განსაზღვრის და მისთვის საჭირო უნარებისა და რესურსების მოძიების საშუალებით, რომლებიც აუცილებელია კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის.

გუნდი

თინათინ რუხაძე  “ეისითი” (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. თინათინი არის, სერიული ანტრეპრენერი, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის ფსიქოლოგი (MS), მენეჯმენტ კონსულტანტი (MBA), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და NLP პრაქტიკოსი.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS

ლიმიტი მხოლოდ ჩვენს ფიქრებშია

გიორგი კალატოზიშვილი - რეპუტაციის დაცვის კომპანიის „რემაინდერი“ (Reminder) თანადამფუძნებელია და პარტნიორი. გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ კომუნიკაციებში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

სამუშაო ენა: GEO RUS

იმოქმედე, რათა ოცნება აქციო რეალობად