სტრატეგიული კომუნიკაციის ამოცანას წარმოადგენს სამიზნე სეგმენტთან ურთიერთობა კონკრეტული გეგმის მიხედვით, რაც ძირითადად მოიცავს ორგანიზაციის ბრენდის რეკლამირებას, საზოგადოებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებას ან რაიმე კანდონმდებლობის ადვოკატირებას.
გიგა არის ბრენდების მართვის და კომერციული სტრატეგიის პროფესიონალი 15 წლიანი გამოცდილებით. ამასთან ერთად გიგა არის სტრატეგიული კონსულტანტი ბრენდის განვითარების და კომერციული მართვის მიმართულებით.
სამუშაო ენა: GEO ENG RUS
ბიზნესისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი დაკმაყოფილებაა
ანა არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, 15 წელზე მეტი გამოცდილებით ბრენდინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმარებაში სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში. ფლობს მდიდარ გამოცდილებას ბაზრის და კონკურენტული ანალიზის მიმართულებით. ასევე გამოცდილია სტარტაპის და გლობალური კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანის და ოპერირების მენეჯმენტში.
სამუშაო ენა: GEO ENG
ნებისმიერი გამოწვევა ყოველთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს!
გიორგი კალატოზიშვილი - რეპუტაციის დაცვის კომპანიის „რემაინდერი“ (Reminder) თანადამფუძნებელია და პარტნიორი. გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ კომუნიკაციებში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.
სამუშაო ენა: GEO RUS
იმოქმედე, რათა ოცნება აქციო რეალობად
მარკეტოლოგი და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი, აქვს 15 წლიანი მრავალფეროვანი გამოცდილება, როგორც საკუთარი ბიზნესის, ასევე საბანკო, ჰორეკა და სადაზღვევო სფეროში. აქვს გამოცდილება სტარტაპების განვითარების და ინვესტიციების მოძიების კუთხით.
სამუშაო ენა: GEO ENG RUS
იყავი შესაძლებლობების შემქმნელი