კრიზისის მენეჯმენტი

კრიზისის მენეჯმენტი არის სტრატეგიების გამოყენება, რომლის მიზანია გაუმკლავდეს მოულოდნელ და მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენას ორგანიზაციაში. კრიზისი შეიძლება წარმოიშვას არაპროგნოზირებადი მოვლენის ან რაიმე მოვლენის გაუთვალისწინებელი შედეგის შედეგად, რომელიც განიხილებოდა, როგორც პოტენციური რისკი. ორივე შემთხვევაში, კრიზისები თითქმის უცვლელად მოითხოვს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას ორგანიზაციისთვის ზიანის მიყენების არიდების მიზნით.

გუნდი

თინათინ რუხაძე  “ეისითი” (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. თინათინი არის, სერიული ანტრეპრენერი, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის ფსიქოლოგი (MS), მენეჯმენტ კონსულტანტი (MBA), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და NLP პრაქტიკოსი.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS

ლიმიტი მხოლოდ ჩვენს ფიქრებშია

ნატალია კვიწინაშვილი ეისითის მმართველი პარტნიორია, რომელიც წლების მანძილზე უძღვება ბიზნეს კვლევების მიმართულებას. სწორედ მისი აქტიური მენეჯმენტის პერიოდში „ეისითის“ ბიზნეს მიმართულება თითქმის ორჯერ გაიზარდა.

სამუშაო ენა: GEO ENG

ყოველთვის არსებობს ალტერნატივები, მთავარია ალტერნატივებს შორის სწორი არჩევანის გაკეთება

გიორგი კალატოზიშვილი - რეპუტაციის დაცვის კომპანიის „რემაინდერი“ (Reminder) თანადამფუძნებელია და პარტნიორი. გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ კომუნიკაციებში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

სამუშაო ენა: GEO RUS

იმოქმედე, რათა ოცნება აქციო რეალობად