გიორგი ხაცაკვაძე - ახალი კონსულტანტი პლატფორმაზე

26/08/2020
გიორგი ხაცაკვაძე - ახალი კონსულტანტი პლატფორმაზე

პლატფორმაზე დაემატა ახალი ბიზნეს კონსულტანტი, გიორგი ხაცაკვაძე. გიორგი პროცესების მენეჯმენტის მიმართულებით წარუძღვება კონსულტაციებს, მის ძირითად კომპეტენციებს პროცესების ოპტიმიზაცია, ციფრული ტრანსფორმაცია, სტრატეგიული განვითარება და ცვლილებების მართვა წარმოადგენს.

გიორგის აქვს 17 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 10 წელზე მეტი - მენეჯერულ პოზიციებზე. კარიერის დიდი ნაწილი ეკავა საბანკო სფეროში ბიზნესის განვითარების მიმართულებას. აქვს სტარტაპების განვითარების გამოცდილება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებში. ამჟამად, გიორგი არის კომპანია “Nexia TA”-ს ბიზნეს პარტნიორი და პროცესების ოპტიმიზაციის და ტექნოლოგიების დირექტორი.

სხვა სიახლეები