ვებგვერდი www.act-global.com
ტელეფონი +995 032 2 422 310
ელ. ფოსტა contact@act-strategist.ge
ENG

კონფიდენციალურობა

ACT-STRATEGIST.GE აცნობიერებს, რომ თქვენ დაინტერესებული ხართ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის დაცვისა და შენახვის უსაფრთხოებაში და ვაფასებთ თქვენს ნდობას ჩვენს კეთილსინდისიერებასა და გონივრულობაში. ეს დებულება აღწერს თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და მოიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გაცნობა აუცილებელია სერვისით სარგებლობამდე. ACT-STRATEGIST.GE-ს საიტის გამოყენებისას, თქვენ თანხმდებით წესებს, რომლებიც ამ დებულებით არის განსაზღვრული.


რა ტიპის პირად ინფორმაციას აგროვებს ACT-STRATEGIST.GE?

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მომხმარებლებისგან, გვეხმარება პერსონალურ ანალიზში და ACT-STRATEGIST.GE-ს მუშაობის მუდმივ გაუმჯობესებაში. აი რა ტიპის ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ:

ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თქვენ: ჩვენ ვიღებთ და ვაგროვებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენ ჩვენ ვებ-საიტზე შეგყავთ ან გვაწვდით სხვა ნებისმიერი საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ წარმოადგინოთ გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სერვისის სრულად გამოყენებას. ჩვენ ვიყენებთ თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა რეაგირება თქვენს მოთხოვნებზე და მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ავტომატური ინფორმაცია: ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ განსაზღვრული ტიპის ინფორმაციას, როდესაც თქვენ ურთიერთმოქმედებთ ჩვენ სერვისთან. მაგალითად, როგორც სხვა მრავალი ვებ-საიტი, ჩვენ ვიყენებთ "COOKIES" და ვიღებთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას, როდესაც თქვენი ვებ-ბრაუზერი მიმართავს ACT-STRATEGIST.GE-ს ან სარეკლამო განცხადებებს და სხვა კონტენტს, რომელიც ემსახურება ACT-STRATEGIST.GE-ს გარე საიტებზე.


აწვდის თუ არა ACT-STRATEGIST.GE თქვენს შესახებ ინფორმაციას სხვა პირებს?

ჩვენი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია ჩვენი ბიზნესის ნაწილია და ჩვენ არ ვაპირებთ მისი სხვისთვის გაყიდვას ან/და გადაცემას. ინფორმაციის გაზიარება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:


როგორ ხდება თქვენი ინფორმაციის დაცვა?

ჩვენ ზედმიწევნით ვუფრთხილდებით თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების საკითხს და რეგულარულად ვატარებთ სამუშაობებს ამ ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეყვანის შემთხვევაში. ეს პაროლი ყველასთვის დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. ამასთან არ დაგავიწყდეთ გამოხვიდეთ სისტემიდან, როდესაც ადგილი აქვს არასანქირებულ სესიას საერთო (საზიარო) კომპიუტერიდან. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგანაც თქვენი საკრედიტო ბარათი ჩვენი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.