წესები და პირობები

გამოყენების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ACT-STRATEGIST.GE-ზე!


ACT-STRATEGIST.GE გთავაზობთ ბიზნეს კონსულტაციის ონლაინ დაჯავშნას და ასევე ონლაინ კონსულტირების სერვისს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი საიტით სარგებლობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციფიკურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სპეციფიკურ პირობებს.

კონფიდენციალურობა

გაეცანით ჩვენს მიერ დადგენილ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ACT-STRATEGIST.GE-ს სერვისით სარგებლობისას და თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასა და დაცვას.

ელექტრონული კომუნიკაცია

როდესაც თქვენ სარგებლობთ ACT-STRATEGIST.GE-თ ან გვიგზავნით ელექტრონულ წერილს თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან, თქვენ ურთიერთობთ ჩვენთან ელექტრონულად. თქვენ თანხმდებით, რომ მიიღებთ ჩვენგან შეტყობინებას ელექტრონული სახით, მაგ: ელექტრონული წერილი, ტექსტური შეტყობინება, მობილურის PUSH-შეტყობინება ან შეტყობინება და წერილი, რომელიც უშუალოდ საიტზე იქნება განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ამ შეტყობინებების ასლები თქვენი აღრიცხვისთვის. თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ ყველა შეტყობინება, რომელსაც ჩვენ გაწვდით ელექტრონული სახით, აკმაყოფილებს ნებისმიერ იურიდიულ მოთხოვნას, რომელიც ამ ტიპის წერილობითი ფორმის შეტყობინებებს უნდა ახასიათებდეს.

საავტორო უფლება

მთელი კონტენტი, მათ შორის ტექსტი, გრაფიკა, ლოგოტიპები, ღილაკები, გამოსახულებები, აუდიოკლიპები, ციფრული ატვირთვები, მონაცემთა კომპილაცია და პროგრამული უზრუნველყოფა, წარმოადგენს ACT-STRATEGIST.GE-ს საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებ-გვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

შეფასებები, კომენტარები, კომუნიკაცია და სხვა შემცვლელობა

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ კონსულტანტის შეფასება, კომენტარი, გააზიაროთ ფოტო/ვიდეო ან სხვა სახის კონტენტი; გამოაგზავნოთ ელექტრონული ბარათები ან სხვა შეტყობინებები; გამოაგზავნოთ წინადადებები, იდეები, კომენტარები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია, იმ პირობით, რომ კონტენტი არ იქნება უკანონო, შეუსაბამო, მუქარის შემცვლელი, მადისკრედიტირებელი, კონფიდენციალურობის დამრღვევი, ინტელექტუალური უფლებების დამრღვევი ან სხვა გზით მესამე პირებისთვის ზიანის მომტანი, არ შეიცავს პროგრამულ ვირუსს, პოლიტიკურ კამპანიას, კომერციულ წინადადებას, ჯაჭვურ წერილებს, სპამს. თქვენ არ შეგიძლიათ ცრუ ელექტრონული მისამართის გამოყენება, თავის წარმოდგენა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მაგივრად და სისტემის შეცდომაში შეყვანა. ACT-STRATEGIST.GE იტოვებს უფლებას (მაგრამ არა ვალდებულებას) წაშალოს და დაარედაქტიროს მსგავსი ტიპის კონტენტი.

თუ თქვენ ათავსებთ ან გზავნით კონტენტს, თქვენ წარმოუდგენთ ACT-STRATEGIST.GE-ს უფასო, უვადო, სრულად სუბლიცენზირებულ უფლებას გამოიყენოს, შეასრულოს, გადათარგმნოს, გადააკოპიროს იგი თქვენი კომპანიის ეფექტური კონსულტაციის გაწევისთვის. ამასთან, თქვენ აძლევთ ACT-STRATEGIST.GE-ს გარანტიას რომ გაგაჩნიათ ყველა უფლება წარმოდგენილ კონტენტზე; კონტენტის შემადგენლობა არის ზუსტი და უტყუარი; რომ მისი გამოყენება არ არღვევს ამ პოლიტიკას და არ აყენებს ზიანს არცერთ ფიზიკურ და იურიდულ პირს; რომ თქვენ აუნაზღაურებთ ACT-STRATEGIST.GE-ს ყველა პრეტენზიას, რომელიც წარმოდგენილ კონტენტთან იქნება დაკავშირებული. ACT-STRATEGIST.GE-ს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, აკონტროლოს და არედაქტიროს ნებისმიერი ტიპის კონტენტი საიტზე, ამასთან არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელიც ატვირთული იქნება თქვენს ან ნებისმიერი მესამე პირის მიერ.

კონსულტაციის სახე

კონსულტაცია მიმდინარეობს დისტანციურად, ვიდეო ჩართვის საშუალებით. ACT-STRATEGIST.GE იტოვებს უფლებას მისი შეხედულებისამებრ, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს ან დაამატოს კონსულტაციის გაწევის ფორმა.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა

თითოეული კომპანიისთვის კონსულტაციის პირველი ორი ერთსაათიანი სესია არის უფასო. ხოლო შემდეგი სესიების საფასური განისაზღვრება კონსულტანტის მიხედვით და მითითებულია კონსულტანტის გვერდზე.

თუ თქვენ გსურთ ფასიანი კონსულტაციის ჯავშნის გაუქმება, თანხის დაბრუნებისთვის მოქმედებს შემდეგი პირობები:

გაუქმება დაჯავშნილ საკონსულტაციო დრომდე არანაკლებ 2 დღისა: ანაზღაურდება გადახდილი თანხის 100%

გაუქმება დაჯავშნილ საკონსულტაციო დრომდე არანაკლებ 1 დღისა: ანაზღაურდება გადახდილი თანხის 50%

გაუქმება დაჯავშნილი საკონსულტაციო დროის, ჩანიშნულ დღეს: არ ანაზღაურდება

მიწოდების პოლიტიკა

საკონსულტაციო დროის შერჩევა ხდება მომხმარებლის მიერ, მისთვის სასურველი დროის მონაკვეთში, იმ მოცემული დროის არჩევანიდან, რომელიც გამოყოფილია კონსულტანტის მიერ.

მომსახურების გაწევა ხდება ჯავშნის შერჩეულ დროს. სესიამდე, კონსულტანტი უკავშირდება პირს ვიდეო ჩართვით, რის შემდეგაც ხორციელდება კონსულტაცია.

თითო სესიის ხანგრძლივობა 1 საათია. პირველი 2 სესია უფასოა, დამატებით სესიების ფასი კი ფიქსირებულია.

სესიების გადაბმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი შერჩეული კონსულტანტის დრო გადაბმულად ხელმისაწვდომია და დაჯავშნილია წინასწარ პირის მიერ.

კონსულტაციის შეწყვეტის პირობები

ACT-STRATEGIST.GE-ს კონსულტანტი, იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს კონსულტაცია იმ შემთხვევაში თუ:

მომხმარებლის ქცევა არის არაადექვატური ან რაიმე სახით დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი კონსულტანტის მიმართ

იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

ინფორმაციის გაცემის პირობები

კონსულტაციის მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ასევე ინფორმაცია გაიცემა იმ კომპანიის დირექტორის ოფიციალური მომართვის საფუძველზე, რომელ კომპანიასაც წარმოადგენს კონსულტაციის მიმღები პირი.

საკონტაქტო ინფორმაცია 

მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: contact@act-strategist.ge

ვებ გვერდის მფლობელი კომპანიის დასახელება 

შპს ეისითი