რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

შალვა ახრახაძე

დირექტორი | Financial Laboratory

შალვას ახრახაძეს ფინანსების მიმართულებით მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი 2017 წლიდან CFA ინსტიტუტის წევრია (CFA Charterholder).

სამუშაო ენა: GEO ENG

მაჩვენეთ თქვენი ბიუჯეტი და გეტყვით, თუ თქვენ რეალურად რას აფასებთ

review 2 რეკომენდაცია

მიმართვა: იფიქრეთ გრძელ ვადაში და სცადეთ, რომ ყოველთვის დიდი სურათი დაინახოთ, გაანალიზოთ, მართოთ ...

გამოცდილება

შალვა 2017 წლიდან CFA ინსტიტუტის წევრია (CFA Charterholder). 2008 წელს ბაკალავრის საფეხური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიიღო. შემდეგ კი სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ფინანსების სპეციალობით განაგრძო. შალვას ფინანსების მიმართულებით მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2005 წელს მუშაობა ქართუ ბანკში დაიწყო, მალევე კი ამავე ბანკის ერთ-ერთი მიმართულების ფინანსური მენეჯერი გახდა. 2010 წლიდან 2011 წლამდე სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ს ფინანსური ანალიტიკოსი იყო, 2012 წლამდე კი - ფინანსური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2012-2013 წლებში მუშაობდა ქართული ავიაკომპანია „ფლაი ჯორჯია“-ს ფინანსურ ხელმძღვანელად, ხოლო 2013-2015 წლებში საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორის მოადგილედ. 2015 წლიდან დღემდე კი ფინანსური ლაბორატორიის დირექტორია. ბიზნესის პარალელურად, შალვას დიდი გამოცდილება აქვს სწავლების მიმართულებითაც. ლექციებს კითხულობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). სხვადასხვა დროს კი წარმატებული ლექტორი იყო EY აკადემიაში, PWC აკადემიაში, კავკასიის ბიზნესის სკოლაში (CSB), ACCA და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში. მიწვეული სპიკერი იყო EBRD-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. შალვას მიღწევებსა და გამოცდილებაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ მან 2013 წელს გამოსცა წიგნი „ფინანსური ანალიზი პრაქტიკაში”.

განათლება 

08/2017 - დან

CFA ინსტიტუტის წევრი (CFA Charterholder)

05/2009 - 12/2010

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, ფინანსების კონცეტრაციით

10/2007 - 04/2008

ESM  თბილისი -  მენეჯმენტის საბაზო პროგრამა (Pre-MBA)

09/2004 - 07/2008

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი

რეკომენდაციები

სუზანა დობჯანიძე | ბიზნესისა და IT აკადემია
1 - 27/11/2020 18:48

კომპანიის ACT STRATEGIST მიერ შემოთავაზებული საკონსულტაციო პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. დროის მოკლე მონაკვეთში შევძელი მიმეღო ამომწურავი ინფორმაცია, ყველა იმ გამოწვევებზე, რაც ჩემს ინტერესში შედიოდა. უღრმესი მადლობა ბატონ შალვას პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისათვის.

თიკო თუშიშვილი | "ლურჯი ბანი"
1 - 27/11/2020 18:48

დიდი მადლობა შალვა ახრახაძეს გაწეული კონსულტაციისთვის. ძალიან სასარგებლო რჩევები მივიღე, საინტერესო და ნაყოფიერი საუბრის ფონზე. მართალი გითხრათ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, ვერც წარმომედგინა, თუ ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მივიღებდი. მადლობა შალვას და ეისითის ამ შესაძლებლობისათვის.

დაამატე რეკომენდაცია

bg