ვებგვერდი www.act-global.com
ტელეფონი +995 032 2 422 310
ელ. ფოსტა contact@act-strategist.ge
ENG
რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

თამარ პეტრიაშვილი

საგადასახადო რისკების მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელის l GIG
საგადასახადო კონცეფციის შემუშავება გადასახადების ოპტიმიზაცია Due diligence საგადასახადო კონსულტაცია საერთაშორისო საქმიანობაში

თამარი არის საგადასახადო რისკების მართვის პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით წარმოების, საფინანსო, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სამშენებლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორებში.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS

გამოუვალი მდგომარეობა ყველაზე საინტერესო მდგომარეობაა, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ და ვიპოვოთ გამოსავალი

მიმართვა: დღესდღეობით ბიზნესის განვითარების ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს თითოეული ფინანსური ოპერაციის სწორი შეფასება საგადასახადო რისკების კუთხით და გამოვლენილი რისკების საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი მიზანია დავეხმარო ბიზნესს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში შემდგომში ფინანსული ზარალის და არასასურველი შედეგების თავიდან არიდების მიზნით.

გამოცდილება

თამარი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში. აქვს საგადასახადო კონსულტანტად და საგადასახადო აუდიტორად მუშაობის 12 წელზე მეტი გამოცდილება წამყვან კომპანიებში.

წლების განმავლობაში ქვეყნის წარმატებულ კომპანიებში მუშაობამ თამარს დიდი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა დაუგროვა საგადასახადო აუდიტის, კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სტრუქტურული ერთეულების მოწყობის და კონტროლის, საგადასახადო რისკების შეფასების, საგადასახადო რისკების დაზღვევის მექანიზმების და კომპანიის ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიის შექმნის კუთხით.

თამარმა დიდი გამოცდილება მიიღო თიბისი ბანკში, სადაც იკავებდა საგადასახადო რისკების მენეჯერის პოზიციას. ამჟამად მუშაობს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის საგადასახადო რისკების მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელის პოზიციაზე.

განათლება 

2019 - დღემდე    The University of Sheffield, Executive MBA

2002- 2006            ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


გარდა აკადემიური განათლებისა, თამარ პეტრიაშვილს გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო პროგრამა და ტრენინგი ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის მიმართულებით.

დაამატე შეფასება

bg