რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

ანა ივანიშვილი

მარკეტინგის დირექტორი l ACT

ანა არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, 15 წელზე მეტი გამოცდილებით ბრენდინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების, მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმარებაში სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებში. ფლობს მდიდარ გამოცდილებას ბაზრის და კონკურენტული ანალიზის მიმართულებით. ასევე გამოცდილია სტარტაპის და გლობალური კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე შემოყვანის და ოპერირების მენეჯმენტში.

სამუშაო ენა: GEO ENG

ნებისმიერი გამოწვევა ყოველთვის ხსნის ახალ შესაძლებლობებს!

review 2 რეკომენდაცია

მიმართვა: დღევანდელი ბიზნეს სამყაროს მთავარი გამოწვევა ეფექტური ადაპტაციის უნარია სწრაფად ცვალებად გარემოში. ჩემი ხედვა და მუშაობის სტილი ეფუძნება ნებისმიერი ამოცანის განზოგადებას და მის გრძელვადიან მიზანთან შესაბამისობაში მოყვანას. აღნიშნული მიდგომა საშუალებას მაძლევს ნათლად განვსაზღვრო პრიორიტეტები და ეფექტურად გადავანაწილო რესურსები იმგვარად, რომ ვუპასუხო მოკლევადიან საჭიროებას და დავრჩე კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობაში.

გამოცდილება

ანა ივანიშვილი არის სტრატეგიული მარკეტინგის და კომუნიკაციების მართვის პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით FMCG, წარმოების, სადაზღვევო, მიკროსაფინანსო, უძრავი ქონების, ტურიზმის, სწრაფი კვების და სხვა სექტორებში.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში როგორიცაა ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, მაკდონალდსი, DDB, სადაზღვევო კომპანია „უნისონი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სხვა.

მისი მენეჯმეტის დროს სხვადასხვა კომპანიაში მუდმივად ხდებოდა ახალი პროდუქტების და მიმართულებების წარმატებული დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და გაყიდვების და კომპანიის საიმიჯო პარამეტრების მკვეთრი გაუმჯობესება.

განათლება

2008 – 2009

NIMA, Netherlands Institute of Marketing
NIMA B Diploma of Marketing Manager (EQF - 6)

2003- 2009

CSB Caucasus School of Business in cooperation with Georgia State University J. Mack Robinson College of Business (Atlanta, USA)

MBA

გარდა აკადემიური განათლებისა, ანა ივანიშვილის გავლილი აქვს მრავალი საერთაშორისო პროგრამა ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: ლიდერობა, PR და ეფექტური კომუნიკაციები, ეფექტური გაყიდვები, რისკების და დაზღვევის მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი და სხვ.


რეკომენდაციები

თინა ჯაფარიძე | One Point
27/09/2020 22:08

ანასგან სასარგებლო რჩევები მივიღეთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და განვახორციელებთ პრაქტიკაში. ვიგრძენით ინდივიდუალური მიდგომა, რომლის საშუალებითაც საინტერესო ახალი ხედვები გაგვიჩნდა. ახალი ფორმატის ეს მომსახურება, ინოვაციურია და სამომავლოდ ბიზნესის განვითარების და დახმარების ახალი შესაძლებლობაა.

იხილე ვრცლად დახურვა
Elene Suladze | LTD "Levon Travel Tbilisi"
27/09/2020 22:08

დიდი მადლობა, საკმაოდ სასარგებლო რჩევები მივიღე. აუცილებლად გავითვალისწინებ და განვახორციელებ პრაქტიკაში, ჩვენზე მორგებული ვერსიით. ამ კრიზისულ პერიოდში საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა, დიდი მადლობა პირადად თქვენ, ანა და კომპანიას რომ ასეთი ფორმატით დახმარების შესაძლებლობა შექმნა ბიზნესისათვის.

იხილე ვრცლად დახურვა

დაამატე რეკომენდაცია

bg