რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

გიგა ვაშაკიძე

საერთაშორისო განვითარების დირექტორი l ACT

გიგა არის ბრენდების მართვის და კომერციული სტრატეგიის პროფესიონალი 15 წლიანი გამოცდილებით. ამასთან ერთად გიგა არის სტრატეგიული კონსულტანტი ბრენდის  განვითარების და კომერციული მართვის მიმართულებით.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS

ბიზნესისთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი დაკმაყოფილებაა

review 3 რეკომენდაცია

მიმართვა: ჩემი ფილოსოფია ეფუძნება იმას, რომ ყოველი ბიზნესისთვის ამოსავალი წერტილი და ყველაზე ღირებული რესურსი არის მისი მომხმარებელი, მოხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი სარფიანად დაკმაყოფილება კი ამ ბიზნესის წარმატების საწინდარი. ჩემი კარიერა ეფუძნება ერთის მხვრივ მომხმარებლის ქცევის შესწავლას და მეორეს მხვრივ ბიზნესის კომერციული პროცესების ეფექტურ მართვას მოხმარებლის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

გამოცდილება

გიგა ვაშაკიძე არის ბრენდის სტრატეგიული განვითარების და კომერციული მართვის პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით FMCG კატეგორიის პროდუქტების მენეჯმნეტში  საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა გამაგრილებელი სასმელები (IDS Borjomi Holding), კვების პროდუქტები (Kraft Foods), სიგარეტი (Philip Morris International) და კომეტიკური პროდუქცია (Avon Comestics). სხვადასხვა დროს ის მართავდა ისეთ ბრენდებს როგორიცაა „ბაკურიანი“, „Alpen Gold“, „Marlboro“ და „Avon Cosmetics“, მისი ხელმძღანელობით კავკასიის ბაზრებზე გაეშვა „Barni“ და „Tuc“.

ამასთან ერთად გიგა ვაშაკიძე აწარმოებს ბიზნეს კონსულტაციებს როგორც კომერციული ასევე არაკომერციული კომპანიებისთვის, მისი არაკომერციული პროექტები მოიცავს Caritas International-ს (საქართველოს განყოფილების ბრენდის იდენტობის და საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბება) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას (კომერციული სერვისების განვითარების გეგმა).

ამჟამად გიგა ვაშაკიძე არის საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) ბიზნესის საერთაშორისო განვითარების დირექტორი და ზრუნავს კვლევითი და საკონსულტაციო სერვისების საერთაშორისო კლიენტების მოზიდვაზე და მართვაზე, ასევე “ეისითი”-ს დამკვიდრებაზე ახალ ბაზრებზე.

ძირითადი საქმიანობის გარდა გიგა ვაშაკიძე კითხულობს ბრენდის და მარკეტინგის მენეჯმენტის ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის MBA და BBA პროგრამებში.

განათლება 

2006 – 2007

Central European University
Business School
MBA
2000- 2004
ESM 
European School of Management
BBA

რეკომენდაციები

სანდრო ნატროშვილი | Fhelix
27/09/2020 21:46

უზომოდ კმაყოფილი და მადლიერი ვარ ბ-ნი გიგას კონსულტაციების. 2 საათში, ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ და გავაკეთეთ ბიზნესის მოდელირება. მივიღე იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შემეძლო წარმომედგინა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

იხილე ვრცლად დახურვა
მაია ხოსიტაშვილი | LLC ,,Psycho-solutions"
27/09/2020 21:46

კონსულტაცია იყო 100%-ით სასარგებლო, კერძოდ: 

1. ხელშესახები შედეგები - ახლადდაფუძნებული კომპანიის მდგომარეობის მიუხედავად, როდესაც ადგილი აქვს ერთგვარ ქაოსს და გაურკვევლობას, გიგა ვაშაკიძის კომპლექსურმა მიდგომამ განაპირობა კონსულტაციის ბოლოს გარკვეული ჩარჩოს და წესრიგის შექმნა. კერძოდ, გადაიხედა და გამოიყო ისეთი ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები და მიზნობრივი სეგმენტები, როგორზეც კონსულტაციამდე არ იყო ნაფიქრიც კი. ამდენად, აბსოლუტურად ახალი რაკურსით მოხდა კომპანიის პოზიციონირების საკითხის გადააზრება და გარკვეულ ჩარჩოში მოყვანა; 

2. პროფესიული კომუნიკაცია და პირდაპირობა - ვაფასებ გიგას პროფესიონალურ მიდოგმას საქმისადმი. კონსულტაციამდე, წინასწარ გაეცნო და შეისწავლა კომპანია. მეტიც, მოიძია კომპანიის ანალოგები საერთაშრისო დონეზე და გააზიარა, როგორც მაგალითები. მისი მიდგომა ეფუძნება პროცესში სრულად ჩართულობას, რაც გულისმობს როგორც კომპანიის, ასევე პოტენციური მომხმარებლის პოზიციიდან სხვადასხვა საკითხების ანალიზსა და განხილვას. შედეგად, განისაზღვრა კომპანიის ისეთი შესაძლებლობები, შეზღუდვები და უნიკალური კონკურენტული უპირატესობები, რაც კონსულატციამდე არ იყო გამოკვეთილი. განსაკუთრებით ვაფასებ, გიგა ვაშაკიძის პირდაპირობას და გულწრფელობას, მაგალითად, კომპანიის შეზღუდვებთან და გამოწვევებთან დაკავშრებით; 

3. შემოქმედებითი პროცესი - კონსულტაციის პროცესი იყო ინსპირაციული და გიგა ვაშაკიძის მიდგომა გეხმარება, რომ გარკეულ მიგნებებამდე, ე.წ. ინსაიტებამდე მიხვიდე. ამდენად, კონსულტაციის ბოლოს რჩება მნიშნელოვანი იდეებიც, რაც შესაძლებელია იქცეს ინოვაციად. კონსულტაცია საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ მცირე დროში მიაგნო საჭირო მიდგომებს და იმოქმედო. მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის.

იხილე ვრცლად დახურვა
სანათა ჩარგაზია | "ჰედქაუნთი"
27/09/2020 21:46

ძალიან საინტერესო იყო გიგას კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია გამოირჩევა სპეციფიურობით - სწრაფად გაერკვა არსებულ გამოწვევებში და ღირებული რჩევები, ინსაითები და მიმართულებები შემოგვთავაზა. უფრო კონკრეტულად, კონსულტაცია დაგვეხმარა არსებული ბაზრის, კონკურენტების, პოზიციონირებისთვის საჭირო ფაქტორების ანალიზსა და ბიზნეს ამოცანის უკეთ განსაზღვრაში. ამასთან, მოგვაწოდა საინტერესო იდეები ბრენდის ჩამოყალიბებისა და ცნობადობის გაზრდის მიმართულებით. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელის მუშაობს ბრენდინგზე, ან მის სტრატეგიულ მართვაზე, ნამდვილად საინტერესო იქნება გიგა ვაშაკიძესთან კონსულტაცია.

იხილე ვრცლად დახურვა

დაამატე რეკომენდაცია

bg