ვებგვერდი www.act-global.com
ტელეფონი +995 032 2 422 310
ელ. ფოსტა contact@act-strategist.ge
ENG
რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

გიორგი კალატოზიშვილი

თანადამფუძნებელი l Reminder
კრიზისის მენეჯმენტი სტრატეგიული კომუნიკაციები PR მედიასთან ურთიერთობა ადვოკაცია ინდივიდუალური ბიზნეს-ქოუჩინგი

გიორგი კალატოზიშვილი - რეპუტაციის დაცვის კომპანიის „რემაინდერი“ (Reminder) თანადამფუძნებელია და პარტნიორი. გიორგი კალატოზიშვილს საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ კომუნიკაციებში მუშაობის 15 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

სამუშაო ენა: GEO RUS

იმოქმედე, რათა ოცნება აქციო რეალობად

მიმართვა: შეგიძლია იყო რეაქტიური და რეაგირებდე გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებზე, ან იყო პროაქტიური და რეაგირებდნენ შენ აქტივობებზე - არჩევანი მხოლოდ ჩვენზეა, განვითარების რა გზას ავირჩევთ და ვიქნებით მუდმივად ადაპტირების პროცესში თუ ჩვენი ცნობისმოყვარეობა და განვითარების დაუოკებელი სურვილი გვიბიძგებს წინსვლისკენ. ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელსაც ასევე ქმნიან ადამიანები, აქვს უნიკალური შანსი და იმის პოტენციალი, რომ გახდეს უფრო პროაქტიური, სოციალურად უფრო აქტიური და უფრო მოქნილი მისი და საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ბიოგრაფია  

სხვადასხვა პერიოდში გიორგი ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროში (2012-2014), საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს სსტც „დელტაში“ (2016-2018), იყო გლობალური კომპანია ACT-ის ბრენდის განვითარებისა და PR სამსახურის უფროსი (2014-2015) და საქართველოში ქოუჩინგის პირველი კომპანია „გროუინის“ აღმასრულებელი დირექტორი (2015-2016), ტელეკომპანია ''დია“-ს დირექტორი (2011-2012).


2011 წლიდან გიორგი აქტიურად იყო და არის ჩართული საადვოკაციო საქმიანობაში და ამ მიმართულებით მუშაობდა საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის და სტიგმა-დისკრიმინაციის შემცირების პროგრამებზე. მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მარკეტინგი და ადვოკატირება. 2018 წელს გიორგი ხელმძღვანელობდა „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კომუნიკაციების სამსახურს და უწევდა კოორდინაციას პლატფორმაში შემავალი 41 ორგანიზაციის საკომუნიკაციო აქტივობას, რომლის მიზანი იყო საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმის გატარება და მისი ეფექტური ადვოკატირება.


გიორგი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში - 2011 – 2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში (www.gu.edu.ge). 2015 წლიდან დღემდე მართავს ტრენინგებს საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანიაში Growin, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება “ბერნეისის პიარ კოლეჯში” (Public Relations College), საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Study-ში. 2016 წელს ასწავლიდა „საჯარო გამოსვლების ხელოვნებას“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (www.ibsu.edu.ge), 2018 წლიდან ასწავლის ანტიკრიზისულ პიარს და სტრატეგიულ კომუნიკაციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (www.iliauni.edu.ge) და PR აკადემიაში  (www.pra.ge). 2019 წლიდან არის ტრენერი მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებზე "ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში" (www.gau.edu.ge, პროექტის მენეჯმენტის კურსი - PMC) და "ევროპის ბიზნეს სკოლაში" (www.esb.ge, CEO-ტოპმენეჯმენტის პროგრამა). 2005 წლიდან - დღემდე, ჩატარებული აქვს 100-ზე მეტი ტრენინგი, მასტერკლასი და საჯარო ლექცია.

განათლება: 

1996 – 2004  - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი, კინომცოდნეობის ფაკულტეტი. ხარისხი: კინომცოდნე / MA


გარდა აკადემიური განათლებისა, გიორგი კალატოზიშვილს გავლილი აქვს ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი სასერტიფიკატო პროგრამები, როგორიც არის:

2016 - სასერტიფიკატო კურსი მოლაპარაკებებში „მოლაპარაკებების ხელოვნება“ (Growin)

2015 - ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის 4 მოდულიანი სასერტიფიკატო პროგრამა „ტრანსფორმაციული ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ (erickson.edu).

2013 - „მედიაცია: კონფლიქტების ტრანსფორმაცია, დავების ეფექტიანი დარეგულირება და კონფლიქტების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი“ (Partners Poland Mediation Centre).

2011 - კრიზისული კომუნიკაციების ეფექტური მართვა (The MGI Management Institute & PRSA).

2011 - ადვოკაციის საზაფხულო სკოლა ზიანის შემცირების სფეროში (OSGF).

2009 - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (GAU PR School).

2008 - მარკეტინგის სასერტიფიკაციო კურსი (ESM).

დაამატე შეფასება

bg