ვებგვერდი www.act-global.com
ტელეფონი +995 032 2 422 310
ელ. ფოსტა contact@act-strategist.ge
ENG
რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

გიორგი ხაცაკვაძე

პროცესების ოპტიმიზაციის და ტექნოლოგიების დირექტორი, პარტნიორი l Nexia
პროცესების ოპტიმიზაცია ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგიული განვითარება ცვლილებების მართვა

17 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება ბიზნესის განვითარების მიმართულებით. კომპანია „რეკრუტერსის“ თანადამფუძნებელი და კომპანია „Nexia TA-ს“ პარტნიორი. ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და ტრანსფორმაციის ექსპერტი.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS

შესრულებული დღეს უკეთესია, ვიდრე სრულყოფილი ხვალ

მიმართვა: მრავალწლიანი გამოცდილება და ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ინტერესი მეხმარება დავაგროვო და გავაღრმავო კომპეტენცია ბიზნესის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. კარიერის განმავლობაში ვეხმარებოდი ბიზნესს ახალი შესაძლებლობის შექმნაში - იქნებოდა ეს ახალი პროდუქტის/სერვისის დანერგვა თუ არსებულის გაუმჯობესება. ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კომპანიების ბიზნეს პროცესებმა და საოპერაციო მოდელმა. ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე საოპერაციო მოდელები არის ის რაც ეხლა ჭირდება ქართულ კომპანიებს, ეს ყველაფერი პირდაპირ ახდენს ზეგავლენას დროითი რესურსის და კომპანიის ხარჯების ეკონომიაზე - რაც თავის მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული რესურსების პირობებში ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად და პოზიციების გასამყარებლად. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით დავეხმარო და ცოდნა გავუზიარო ქართულ ბიზნესს.

გამოცდილება

გიორგის აქვს 17 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 10 წელზე მეტი - მენეჯერულ პოზიციებზე. კარიერის დიდი ნაწილი ეკავა საბანკო სფეროში ბიზნესის განვითარების მიმართულებას. აქვს სტარტაპების განვითარების გამოცდილება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებში. ამჟამად, გიორგი არის კომპანია “Nexia TA”-ს ბიზნეს პარტნიორი და პროცესების ოპტიმიზაციის და ტექნოლოგიების დირექტორი. აღნიშნული კომპანია ბაზარზე არის ბუღალტრული, აუდიტორული და საგადასახადო მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი. მისი შემოერთებით კომპანიას დაემატა ახალი მიმართულება და ქართულ ბიზნესს “Nexia TA” თავაზობს ახალ სერვისს ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია. გიორგი არის ამ მიმართულების ექსპერტი და კომპანიებს პირადად უწევს კონსულტაციებს და ხელმძღვანელობს ცვლილებების მართვის პროცესს.

განათლება 

1996 - „კომაროვი“ - ფიზიკა მათემატიკური სკოლა

2000 - ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი - მენეჯმენტის და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი

2013 - მართვის აკადემია - მართვის თანამედროვე მეთოდები

2015 - Institute for Strategy, Technology and Organization, LMU Munich - Advanced Competitive Strategy

2017 - კავკასიის უნივერსიტეტი - ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი

2018 - General Assembly, London - Product Management

2019 - თავისუფალი უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება, მაგისტრის ხარისხი

დაამატე შეფასება

bg