რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

გიორგი კიკაბიძე

ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი l ACT

„ეისითის“ (ACT) ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, 17 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.

სამუშაო ენა: GEO RUS

ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა

review 0 რეკომენდაცია

მიმართვა: ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა. ჩემთვის წარმოუდგენელია ვაკეთო საქმე, რომელიც არ მიყვარს. მგონია, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, არსებობს ახალი გამოწვევები, რომლის გასაღებიც ჩვენში და ჩვენს გუნდებშია. 

გამოცდილება

გიორგი კიკაბიძე 13 წელია საკონსულტაციო კომპანია „ეისითიში“ მუშაობს და მას შემდეგ, რაც ეისითიმ საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც გახსნა ოფისები, წარმატებით ახორციელებს კომპანიის სამივე წარმომადგენლობის IT მხარდაჭერას. გიორგისთვის კომპანიების დისტანციური მართვა მუშაობის ჩვეული ფორმატია, რაც ძალიან გამოადგა კრიზისულ სიტუაციაში და 24 საათზე ნაკლები დრო დაჭირდა მუშაობის სრულიად დისტანციურ ფორმატზე გადაეყვანა სამივე ოფისის მუდმივი სტაფი და თბილისის და ალმაატას ოფისების სატელეფონო სამსახურის 80 ზე მეტი ოპერატორი.

გიორგის აქტიური ჩართულობით ეისითის სამუშაო პროცესების უმრავლესობა დიჯიტალიზირებულია და ძალიან მოქნილია როგორც გუნდის წევრებისთვის, ასევე კომპანიის პარტნიორებისა და კლიენტებისთვის. 2017 წლიდან რესპონდენტთა F to F გამოკითხვა IT მხარდაჭერის შედეგად სრულად გადავიდა ელექტრონულ ფორმატზე (CAPI სისტემაზე). 2008 წლიდან შესაძლებელი იყო ეისითის ფოკუსური ჯგუფების ონლაინ ფორმატში ტრანსლირება, 2018 წელს კი ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაცილებით მოქნილი და ინტერაქტიული გახდა როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი კლიენტებისთვის. 2018 წლიდან ეისითის სამივე ოფისი გადავიდა ახალ პლატფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება თითოეული თანამშრომლის სამუშაო კომპიუტერებში განთავსებული ფაილების სინქრონული სარეზერვო ასლების შექმნა და უსაფრთხოდ ხელმისაწვდომობა/ გაზიარება, როგორც ოფისების ტერიტორიაზე, ასევე დისტანციურად. გიორგისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ინტელექტუალური პროდუქტის დაცულობა და ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს კიბერუსაფრთხოებაზე. კომპანიის ყველა სერვერი, პლატფორმა და ოფისებს შორის VPN კავშირები დაცულია SSL სერტიფიკატებით. გიორგის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით ამ ეტაპზე კომპანიის სამუშაო ჯგუფი მუშაობს CAPI-ს  და CATI -ის ახალ პლატფორმაზე, რაც უახლოეს მომავალში ეისითის ექსკლუზიურ პროდუქტად იქცევა.


განათლება

გიორგი პროფესიით იურისტია, თუმცა მას თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია და 1998 წლიდან დაიწყო თვითგანვითარება იმ დროისთვის სრულიად ახალ IT სფეროში და მას შემდეგ მუდმივად მუშაობს პროფესიულ ზრდაზე. მისი ერთერთი საყვარელი აქტივობა კიბერუსაფრთხოების და IT ინფრასტრუქტურის თემებზე გამართულ ვებინარებზე დასწრება და მონაწილეობაა. 

დაამატე რეკომენდაცია

bg