რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

ლაშა ბოკუჩავა

მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი l ACT

ლაშა არის, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, ტრენერი, ბიზნეს ანალიტიკოსი, მკვლევარი და მონაცემთა ანალიტიკოსი 15+ წლიანი გამოცდილებით.

სამუშაო ენა: GEO

უხილავი გახადო ხილული, ნიშნავს უკეთ შეებრძოლო გაურკვევლობით გამოწვეულ მომავლის შიშს

review 0 რეკომენდაცია

მიმართვა: დღეს, ინფორმაციულ სამყაროში, ფლობდე მონაცემების ორგანიზების, დამუშავებისა და ანალიზის უნარს - ნამდვილი კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ეს უნარი დამეხმარა მიმეღწია წარმატებისთვის საქმიან ცხოვრებაში. დაგროვილი ცოდნის საფუძველზე, მონაცემთა გროვებში ვისწავლე იმ მნიშვნელოვანი ნაწილის გამოყოფა რაც ორგანიზაციებსა და ადამიანებს ეხმარება დააზღვიონ რისკები და აითვისონ ახალი შესაძლებლობები. უკვე ათწლეულია, დაგროვილ ცოდნას აქტიურად ვაზიარებ როგორც მენტორი, მკვლევარი და ბიზნეს კონსულტანტი და მზად ვარ, მომავალშიც გავაგრძელო იმ ორგანიზაციების / ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც ესაჭიროება ჩემი გამოცდილება.

გამოცდილება

ლაშა ბოკუჩავა 2003 წელს, ფაქტიურად დაფუძნების დღიდან შემოუერთდა “ეისითის” (ACT) და პირველივე დღიდან ჩაიბარა მონაცემთა დამუშავების მიმართულება. დღეს მას ეისითიში დაკავებული აქვს მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. ეისითისთან 17 წლიანი თანამშრომლობის მანძილზე, სწორედ ლაშას პასუხისმგებლობის ქვეშ განვითარდა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის ტექნოლოგიები და კომპანიაში დაინერგა არაერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ეისითიმ სწრაფად მოახერხა მასშტაბური პროექტების დაძლევა, გახდა ბაზრის ლიდერი და დაიწყო საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა. გარდა პირდაპირი საკურატორო არეალისა, ლაშა როგორც კონსულტანტი აქტიურად არის ჩართული კომპანიის ორგანიზაციული განვითარების პროცესში და მონაწილეობა აქვს მიღებული 300-ზე მეტ საკონსულტაციო თუ კვლევით პროექტში. ლაშა ფლობს ინფორმაციის დამუშავების, ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფებს.

ლაშა, პროფესიული საქმიანობის მიღმა, აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს ESM-ში, კავკასიის ბიზნეს სკოლასა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

ეისითიში მოღვაწეობის პარალელურად, 2006 წლიდან მოყოლობელი, ლაშა მიწვეული იყო როგორც მკვლევარი და უფროსი კონსულტანტი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში (CRRC), საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (Geostat), PMCG-ში, GIZ-ში და Oxfam-ში. მათთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი.

ლაშას, ტექნოლოგიებისადმი ინტერესმა უბიძგა 2009 წელს დაეფუძნებინა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია „ქორსოფთი“, რომელმაც ეისითი უზრუნველჰყო კვლევის მხარდამჭერი პროგრამული უზრუნველყოფებით.

ლაშა, 2018 წლიდან,  როგორც მენჯმენტ კონსულტანტი ჩართულია კომპანია New Technology Solutions (NTS) საქმიანობაში. მას, 2019 წლიდან ამავე კომპანიაში დაკავებული აქვს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია. NTS არის სწრაფად მზარდი კომპანია ელექტრო-საინჟინრო მიმართულებით, რომელიც უკანასკნელი სამი წელია, ყოველწლიურად აორმაგებს ბრუნვას, რაც ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია.

განათლება

2003 - 2005

ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – თბილისი, საქართველო
მენეჯმენტი და მიკროეკონომიკა, ეკონომიკური საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის სპეციალობა
მაგისტრატურის დიპლომი

1999 - 2003


ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – თბილისი, საქართველო
მენეჯმენტი და მიკროეკონომიკაეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობა
ბაკალავრის       დიპლომი


დაამატე რეკომენდაცია

bg