ვებგვერდი www.act-global.com
ტელეფონი +995 032 2 422 310
ელ. ფოსტა contact@act-strategist.ge
ENG
რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

ნატალია კვიწინაშვილი

ეისითი ბიზნესის დირექტორი, პარტნიორი l ACT
ზოგადი მენეჯმენტი კრიზისის მენეჯმენტი პროცესების ოპტიმიზაცია სტრატეგიული კვლევა

ნატალია კვიწინაშვილი ეისითის მმართველი პარტნიორია, რომელიც წლების მანძილზე უძღვება ბიზნეს კვლევების მიმართულებას. სწორედ მისი აქტიური მენეჯმენტის პერიოდში „ეისითის“ ბიზნეს მიმართულება თითქმის ორჯერ გაიზარდა.

სამუშაო ენა: GEO ENG

ყოველთვის არსებობს ალტერნატივები, მთავარია ალტერნატივებს შორის სწორი არჩევანის გაკეთება

მიმართვა:  დღეს არსებული ცვალებადი სამყარო ბევრ შესაძლებლობას თუ გამოწვევას გვთავაზობს -  მომავალზე ორიენტირებული ხედვა, სწრაფი ადაპტაციის უნარი და ამ შესაძლებლობების სწორი პრიორიტეტიზაცია ეხმარება ბიზნეს წარმატების მიღწევაში. ჰოლისტიკური ხედვა და  ჩემი რწმენა, რომ ყველაზე რთული სიტუაციებიდანაც კი არსებობს გამოსავალი, მაძლევს მომავალზე ორიენტაციას და ალტერნატივების სწორად შეფასების უნარს. სწორი და დროული ინფორმაცია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, გარკვეული გეგმის დასახვა და ამ გეგმებში მოქნილობის შენარჩუნება, ნებისმიერ სუბიექტს იქნება ეს ბიზნესი თუ ინდივიდი, საშუალებას აძლევს იყოს წარმატებული სწრაფად ცვალებად სამყაროში.

გამოცდილება

ნატალია არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. ბიზნესის თეორიული და პრაქტიკული მენეჯმენტი ეხმარება მას სწორად შეაფასოს ამა თუ იმ ბიზნესის საჭიროებები და იპოვოს ოპტიმალური გადაწყვეტები.

ნატალია 2009 – 2015 წლებში აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში - სხვა და სხვა პერიოდში ლექციებს კითხულობდა კავკასიის ბიზნეს სკოლასა და  CAC-ში.

2008 წლიდან ნატალია პარალელურად ეწევა კერძო კვლევით-საკონსულტაციო მომსახურებას სხვა და სხვა ბიზნესისთვის.

დაამატე შეფასება

bg