კონსულტანტის გვერდი
ნინო ნიაური
ნინო არის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი 18+ წლიანი გამოცდილებით.
სამუშაო ენა: GEO ENG RUS
თუ უფრო მეტი გინდა, გააკეთე ის, რაც აქამდე ვერ გაბედე

მიმართვა: ყოველ ჯერზე, როდესაც ვხედავ ჩემი შრომის შედეგებს, მაქვს სიამაყის განცდა, რადგან აშკარა ხდება, რომ სწორი პროცესები და ადამიანური რესურსების მართვა ეხმარება კომპანიებს განვითარდნენ, გაიზარდონ და წინ წავიდნენ. ეს ერთი მხრივ, კომპანიის მენეჯმენტის მიზანია და მეორე მხრივ, წარმატებულს და ამაყს ხდის ყველა იმ დასაქმებულს, რომელიც ამ კომპანიას წარმოადგენს. ეს არის ჩემთვის ბედნიერება.
გამოცდილება
ნინო ნიაური HR აუთსორსინგული კომპანია „ვან ფოინთის“ თანადამფუძნებელი და მმართველია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების, ორგანიზაციული განვითარებისა და მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით.
შპს ,,ვან ფოინთის’’ დაარსებამდე, 2016–2019 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის HR & OD მიმართულებებს;
2011–დან 2016 წლამდე მართავდა სს ,,სილქნეტი’’ HR დეპარტამენტს;
2011 წლამდე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სფეროს – საბანკო, წარმოების, სტუმართმოყვარეობის, დისტრიბუციისა და სხვა კომპანიების HR მიმართულებებს.
შესრულებული პროექტები USAID, Mercy Corps, Oxfam, Eurasia Foundation, ევროპული საბჭო, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, მარკ მელმანის ჯგუფი, მსოფლიო ბანკი, კავკასიური სახლი, ქალთა ინიციატივა თანასწორობისთვის და სხვ.
„ვან ფოინთი“ ერთ წელზე მეტია უკვე არსებობს ბაზარზე და სხვადასხვა მცირე და საშუალო ბიზნესის გარდა, კონსალტინგს უწევს ისეთ მსხვილ კომპანიებს საქართველოს ბაზარზე, როგორებიცაა „დიპლომატ ჯორჯია“, „სილქნეტი“, „ჯეოსელი“, „რკინიგზა“ და სხვ. ნინო არის ასევე „ადამიანური რესურსების მართვის ცენტრი – ჰედქაუნთის“ თანადამფუძნებელი. აღნიშნული კომპანია ბაზარზე არის ერთ–ერთი მსხვილი მასრეკრუტერი და დასაქმების მიმართულებით მრჩეველი. გარდა ამისა, ნინო არის დარგის ექსპერტი და კონსულტაციას უწევს ამ მიმართულებთ დაინტერესებულ კერძო პირებს, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა დარგის ტოპ მენეჯმენტს და HR პროფესიონალებს.