ვებგვერდი www.act-global.com
ტელეფონი +995 032 2 422 310
ელ. ფოსტა contact@act-strategist.ge
ENG
რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

თამარ ბადაშვილი

ციფრული არხების ხელმძღვანელი l Adjarabet
Data-driven მარკეტინგი ციფრული გაყიდვები ციფრული მარკეტინგი ეფექტური ციფრული კომუნიკაცია ციფრული გაყიდვების ანალიზი

თამარს ონლაინ ბიზნესის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უმუშავია გაყიდვების გაზრდაზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე როგორც დამწყებ, ასევე დიდ, უკვე წარმატებულ ციფრულ კომპანიებთან.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS

არასდროს შეწყვიტო შეკითხვების დასმა

მიმართვა: თანამედროვე ბიზნესი ციფრული სამყაროს გარეშე დღითიდღე წარმოუდგენელი ხდება, უფრო მეტიც, მრავალი ბიზნესის გაყიდვებისა თუ სერვისის ძირითადი და რიგ შემთხვევებში ერთადერთი წყარო ციფრული არხია, სადაც კონკურენცია კიდევ უფრო მაღალია და მთავარი გამოწვევა, არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში სწორი და ყველაზე ხარჯთეფექტური გზით, სასურველი ბიზნეს შედეგის მიღებაა. უკვე რამდენიმე წელია სწორედ ამ ტიპის გამოწვევებზე ვმუშობ. ვიკვლევ ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის ციფრული კომპანიების გაყიდვების წყაროებს, ვაკეთებ სიღრმისეულ ანალიზს და კომპანიებს ვეხმარები სწორი ონლაინ გაყიდვების არხებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში.

გამოცდილება

თამარი არის ციფრული მარკეტინგის პროფესიონალი, ციფრულ პლატფორმებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

2018 წლიდან კომპანია აჭარაბეთში ხელმძღვანელობს ციფრული მარკეტნგსა და მარკეტინგულ საკომუნიკაციო არხებს.

2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კომპანია 4Finance-ის (VIVUS.GE) მარკეტინგსა და გაყიდვებს.

გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა კრედო ბანკის მარკეტინგულ კომუნიკაციებს და კონსულტაციას უწევდა რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო ონლაინ ბიზნესს კონკურენტების აქტივობების ანალიზსა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.  

განათლება

2011-2012

K.U. Leuven University, Belgium

MBA in Business Administration


2007-2011

Caucasus School of Business

BBA in Marketing (Marketing Research and Analysis)


2015

Digital Marketing Institute

Master of Digital Marketing Management

შეფასებები

თიკო თუშიშვილი | "ლურჯი ბანი"

მადლობა თამარს კვალიფიციური კონსულტაციისთვის და უანგაროდ დახმარებისთვის. საინტერესო იყო მასთან საუბარი. ბევრ ისეთი მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. ვინაიდან ჩემი ბიზნესი ჯერ საწყის (მოსამზადებელ) ეტაპზეა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს თამარის შემოთავაზება, სამომავლოდაც კონსულტაციის გაწევაზე, როცა უშუალოდ დავიწყებდი საქმეს. მადლობა ACT-ს ამ შესაძლებლობისთვის.

დაამატე შეფასება

bg