რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

თამარ ჩიჩუა

დირექტორი, თანადამფუძნებელი l GROWIN

პროფესიონალი ქოუჩი ECPC, PCC, პირველი ქოუჩინგის კომპანია “გროუინის” თანადამფუძნებელი და დირექტორია. პროფესიით ფსიქოლოგს (MS), 22 წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგული კვლევების მიმართულებით, მათ შორის 16 წელი მუშაობდა ტოპ მენეჯერულ პოზიციაზე და არის რამდენიმე კომპანიის თანადამფუძნებელი. ასევე არის ემოციური ინტელექტის პრაქტიკოსი და NLP პრაქტიკოსი.

სამუშაო ენა: GEO RUS ENG

ყველა ადამიანი გულის სიღრმეში დადებითია

review 0 რეკომენდაცია

მიმართვა: მე მჯერა, რომ ნებისმიერი (ჯანმრთელი ფსიქიკის) ადამიანის “ნამდვილი მე” დადებითია. ცხოვრებისეული გარემოებები ადამიანს აკლებს თავდაჯერებულობას, სილაღეს და კეთილგანწყობას. ამის დეფიციტი უარყოფითად აისახება განწყობაზე, ქცევებზე და ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე. ჩემი კომპეტენციებით ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს გაიუმჯობესონ ემოციური ინტელექტის კომპეტენციები, იპოვონ საკუთარი თავი, მათი რესურსები და ნამდვილი ღირებულებები, რაზეც ეფუძნება მათი მოტივაცია, ენერგია და ცხოვრების ხალისი.

გამოცდილება

თამარ ჩიჩუა 90-იანი წლებიდან მუშაობდა მარკეტინგული კვლევების სფეროში. ის არის ბიზნესის თვისებრივი კვლევების პიონერი საქარველოში - კომერციული ფოკუს ჯგუფების ერთერთი პირველი და წარმატებული მოდერატორი, ანალიტიკოსი და პროექტის მენეჯერი. კვლევითი პროექტების მართვის დიდი გამოცდილებით 2005 წელს თამარი შეუერთდა “ეისითის” (ACT) გუნდს როგორც ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2007-2010 წლებში ის იყო კომპანიის კომერციული დირექტორი, პარალელურად ითავსებდა თვისებრივი კვლევების მენტორის როლს და ასევე კითხულობდა მარკეტინგული კვლევების საავტორო კურსს თავისუფალ უნივერსიტეტში (FREE UNI) და სხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

2014 წელს თამარმა კომპანია “ეისითი”-სთან ერთად დააარსა კვლევითი საკონსულტაციო კომპანია ცენტრალურ აზიაში “ACT Kazakhstan”. 2014-2018 წლებში მუშაობდა როგორც კვლევითი ექსპერტი და მენტორი.

2015 წელს თამარმა შეიცვალა საქმიანობის სფერო, მიიღო პროფესიონალი ქოუჩის EPCP სტატუსი და პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პირველი ქოუჩინგის კომპანია “გროუინი” რომელიც არის ქოუჩნგის საერთაშორისო უნივერსიტეტის Erickson Coaching Internatinal ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

თამარმა 2019 წელს პირველმა საქართველოში მიიღო ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის ICF აღიარებული ხარისხი PCC. ის არის ICF ქართული წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და წევრი, ერიქსონის ქოუჩინგის საერთაშორისო ტრენერი და 2 წარმატენული პროგრამის ავტორი ბიზნეს ქოუჩნგის მიმართულებით.  

განათლება



2019 Erickson Coaching International
ტრენერთა ტრენინგი “ტრანსფორმაციული შედეგზე ორიენტირებული ტრენინგი” | “Advanced Solution Focused Transformational Training”
2018 Erickson Coaching International

ტრენერთა ტრენინგი “შეიტანო შენი წვლილი” | “Standig in Contribution”

2017 Six Seconds | The Emotional Intelligence Network 

ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ქოუჩი და ტრენერი

2017 Erickson Coaching International

გუნდური ქოუჩინგი

2016 Erickson Coaching International
ქოუჩინგი მენეჯერებისთვის
2015 ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Erickson Coaching International)

პროფესიონალური პროგრამა “ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება”

2009 ESOMAR

სემიოტიკა - კულტურული ინსაიტები კომუნიკაციებში

2005 European School of Management Tbilisi

მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი

1998-2001 ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

სოციალური ფსიქოლოგია (ასპირანტურა)

1990-1995 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური ფსიქოლოგია (ბაკალავრიატი)

დაამატე რეკომენდაცია

bg