კონსულტანტის გვერდი
თინათინ რუხაძე
თინათინ რუხაძე “ეისითი” (ACT) თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. თინათინი არის, სერიული ანტრეპრენერი, ბიზნეს-ლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის ფსიქოლოგი (MS), მენეჯმენტ კონსულტანტი (MBA), სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და NLP პრაქტიკოსი.
სამუშაო ენა: GEO ENG RUS
ლიმიტი მხოლოდ ჩვენს ფიქრებშია

მიმართვა: ჩემი ცხოვრება და მუშაობა ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. სწორედ ეს რწმენა მეხმარება დავინახო ლიდერებში, გუნდებსა თუ ორგანიზაციებში მათი განსაკუთრებული ძალა და შესაძლებლოები, და ჩემი გამოცდილებითა და კომპეტენციებით დავეხმარო მათ ამ პოტენციალის გახსნასა და გაძლიერებაში.
გამოცდილება
თინათინ რუხაძე 2002 წლიდან საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს (ACT) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. “ეისითი” სწორედ მისი მენეჯმენტის ქვეშ გახდა ჯერ საქართველოს ყველაზე დიდი კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია და ბაზრის ლიდერი, შემდეგ კი დაიწყო საერთაშორისო ექსპანსია. დღეისთვის კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, საიდანაც ოპერირებს 20-ზე მეტ ქვეყანაში. თინათინი დღესაც წარმატებით განაგრძობს “ეისითის” მართვასა და ბიზნესის გლობალურ განვითარებას. გარდა ამისა, თინათინი, როგორც კომპანიის წამყვანი კონსულტანტი და ბიზნეს-ქოუჩი ჩართულია ეისითის პროექტებში და სტრატეგიულ კონსულტაციებს უწევს, როგორც კერძო ასევე საჯარო ორგანიზაციების ლიდერებს სხვადასხვა ქვეყანაში.
თინათინი ასევე აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში - 2007 წლიდან სხვადასხვა დროს, ის კითხულობდა ლექციებს შემდეგ ინსტიტუტებში: თავისუფალი უნივერსიტეტი , კავკასიის ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის სკოლა (ISB) და საქართველოს უნივერსიტეტი (Georgian University). ხოლო 2015 წელს თინათინ რუხაძემ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია “გროუინი” (GROWIN), რომელიც Erickson College International-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში. დღეს თინათინი პიროვნული განვითარების, მოტივაციისა და ლიდერობის მიმართულებით რამდენიმე წარმატებული პროგრამის ავტორი და ქოუჩია. იგი "გროუინის" ბაზაზე ასევე ატარებს დახურულ ტრენინგებს ორგანიზაციებისთვის, სტრატეგიული შეხვედრების ფასილიტაციასა და ტოპ-მენეჯმენტის პერსონალურ ქოუჩინგს.
საკუთარი ბიზნესის მართვისა და ქოუჩინგური პრაქტიკის პარალელურად, თინათინ რუხაძე 2003 წლიდან დღემდე ჩართული იყო და არის სხვადასხვა სფეროს ბიზნესების მართვაში, როგორც თანადამფუძნებელი, ინვესტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა“, ტურისტული კომპანია „ბითიელი“ (BTL) , HR აუთსორსის კომპანია “ვან ფოინთი“ (One Point), სამშენებლო კომპანია „TR construction”, რესტორანი „9 მთა“, სხვ.
2014 წელს თინათინი აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით, მან თავის თანამოზარეებთან ერთად დააფუძნა ქალთა ბიზნეს-ასოციაცია “Women for Tomorrow”, რომელშიც მას ჯერ თავმჯდომარის პოზიცია ეკავა, ამჟამად კი მმართველი ბორდის წევრია.
2016 წელს Forbes Women Georgia-მ თინათინ რუხაძეს, ბიზნესში მისი განსაკუთრებული მიღწევებისათვის, მაისის ნომრის ყდა და ვრცელი ინტერვიუ დაუთმო. 2018 წელს კი, თინათინი გახდა ვუვ კლიკოს პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული. Clicquot Business Woman Award-ს საქმიანი ქალი ბიზნეს ლიდერების „ოსკარს“უწოდებენ და მთელ მსოფლიოში აჯილდოვებენ ქალებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს გლობალური ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებაში.
განათლება
2017-2019 |
ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), სპეციალიზაცია - მენეჯმენტ კონსულტანტი, გრენობლის ბიზსნეს სკოლა (Grenoble Ecole De Management, Grenoble Graduate School of Business. გრენობლი, საფრანგეთი) |
2017 |
NLP-ის ლიცენზირებული პრაქტიკოსი, (Richard Bandler, The Society of Neuro-Linguistic Programing, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) |
2014-2015 |
სერტიფიცირებული საერთაშორისო პროფესიონალი ქოუჩი, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტი, ყაზახეთის ფილიალი (Erickson Coaching International). |
1995-1998 |
ფსიქოლოგიის ასპირანტი, თსუ, თბილისი, საქართველო |
1990-1995 |
ფსიქოლოგიის მაგისტრი, თსუ, თბილისი, საქართველო |
გარდა აკადემიური განათლებისა, თინათინ რუხაძეს გავლილი აქვს 10-ზე მეტი საერთაშორისო პროგრამა ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: ლიდერობა, ხარისხის მართვა, ბიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტი, მენტორობა, სხვ.