რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

თორნიკე გურული

მარკეტინგის დირექტორი | Tegeta Motors Holding

20 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე და კონსალტინგში. ტრენინგებისა და ჯგუფებთან მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში. აქვს 500-მდე ტრენინგი ჩატარებული 15 ქვეყანაში.

სამუშაო ენა: GEO ENG RUS GER

შენ პასუხისმგებელი ხარ არამარტო იმაზე, რასაც აკეთებ, არამედ იმაზეც, რისი გაკეთებაც შეგეძლო და არ გააკეთე

review 2 რეკომენდაცია

მიმართვა: მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების დასახვაა. ხშირად ეს მიზნები ოცნებისა და იდეების ერთობლიობაა, რომლის მიღწევაც ბევრ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. არ არსებობს წინსვლა ოცნებებისა და იდეების გარეშე. თუ ამ ოცნებებსა და იდეებს გავაერთიანებთ და ზემოდან ბევრ შრომას დავუმატებთ, მიზნამდეც მივალთ. მიხარია, რომ ბოლო ორი ათწლეულია ქართულ კომპანიებს იდეებითა და ოცნებებით ვეხმარები, რომ მიაღწიონ უფრო დიდ შედეგებს, უფრო მეტად განვითარდნენ და განავითარონ ჩვენი ქვეყანა და ადამიანები. 

გამოცდილება

20 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე და კონსალტინგში: სარკე კონსალტინგი, ვისოლ ჯგუფი (ვისოლი, სმარტი, ვენდის, ვიანორი), საქართველოს ბანკი, პსპ ფარმა, ორიენტ ლოჯიკი, გორგია, აჭარაბეთი.

21 წლიანი ტრენინგებისა და ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში. აქვს ჩატარებული 500-მდე ტრენინგი 15 ქვეყანაში.

განათლება 

თეოდორ ჰოისის კოლეჯი (ბერლინი, გერმანია), ქემნიცის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ქემნიცი, გერმანია), გოეთეს სახელობის მაინის ფრანკფურტი უნივერსიტეტი (ფრანკფურტი, გერმანია), სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტი (კოლუმბია, აშშ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი.

რეკომენდაციები

დავით ჩქოტუა | ლუარ ჯორჯია
მარკეტინგი და გაყიდვები | 1 - 29/11/2020 00:01

როდესაც ვსაუბრობთ გაყიდვებზე და პიარზე, იშვიათია მსგავსი ფუფუნება მომსახურების ნაწილში. 1 საათში გავიარეთ პროდუქტის დეტალური აღწერილობა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლო გაყიდვის წერტილები, საკომუნიკაციო არხები და ა.შ. მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, 1 საათი არ არის საკმარისი და აუცილებლად ვისარგებლებთ დამატებით კონსულტაციით. დიდი მადლობა და წარმატებები!

იხილე ვრცლად დახურვა
ალექსანდრე მამულია | Bene Creative
1 - 29/11/2020 00:01

გამარჯობა. პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთ საჭირო დროს ასეთი კარგი პროექტის დაწყებისთვის. განსაკუთრებული მადლობა თორნიკე გურულს, რომელმაც ძალიან დროული და მნიშვნელოვანი რჩევები მოგვცა, რასაც არამხოლოდ კრიზისული პერიოდის დროს გამოვიყენებთ, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე. გისურვებთ ჯანმრთელობას.

დაამატე რეკომენდაცია

bg