რეგისტრაცია

კონსულტანტის გვერდი

უჩა ქირია

მმართველი პარტნიორი l CLI

უჩა ქირია არის იურიდიული კომპანია CLI-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით.  მას წარმატებით აქვს  დასრულებული 200-ზე მეტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავა სასამართლოსა და არბიტრაჟში. იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს ბიზნესის დაწყების, მისი წარმატებით ოპერირებისა და დახურვის საკითხებში.

სამუშაო ენა: GEO

გამოსავალი ყოველთვის არსებობს

review 0 რეკომენდაცია

მიმართვა: რთული სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს,  თუმცა მხოლოდ სურვილი, რომ იპოვო გამოსავალი, არ არის საკმარისი, არამედ უნდა იმოქმედო, უნდა იბრძოლო! სწორედ ამ პრინციპით ვუდგები ნებისმიერ პირად თუ პროფესიულ საქმეს, რაც მაქსიმალურად ზრდის სასურველი შედეგის მიღწევის შანსს.

გამოცდილება

უჩა ქირია არის იურიდიული კომპანია CLI-ის მმართველი პარტნიორი და ადვოკატი 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილებით.  მას წარმატებით აქვს  დასრულებული 200-ზე მეტი სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავა სასამართლოსა და არბიტრაჟში. ის იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს ბიზნესის დაწყების, მისი წარმატებით ოპერირებისა და დახურვის საკითხებში. 

მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობის ფარგლებში მისი გამოცდილება მოიცავს თითქმის ყველა ბიზნეს სფეროს, მათ შორის: მშენებლობა/დეველოპმენტი, ფინანსური ინსტიტუტები, ვაჭრობა, წარმოება, საკონსულტაციო ბიზნესი.

უჩა კომპანიებს კონსულტაციებს უწევს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ბიზნესის გამართული ფუნქციონირებისათვის, მათ შორის ურთიერთობები პარტნიორებს/აქციონერებსა და დირექტორებს შორის, შრომითი ურთიერთობები,  მოლაპარაკების წარმოება კონტრაქტორებთან და შესაბამისი ხელშეკრულებების შედგენა; ბიზნესის დაცვა ბაზარზე არაკონკურენტული ქმედებებისგან როგორც კარტელური გარიგებების, ასევე სახელმწიფოს მოქმედების/უმოქმედობის გამო, საგადასახდო საკითხები და სხვ.

უჩა აქტიურად არის ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში, როგორც სამართლის ექსპერტი, აქვს ჩატარებული არაერთი პროფესიული ტრენინგი და  აქტიურად მონაწილეობს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში.  არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

განათლება

2012-2014

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კერძო (ბიზნეს) სამართლის ფაკულტეტი. მაგისტრის ხარისხი;

2005-2009

საქართველოს ეკონოკიკისა და სამართლის ინსტიტუტი, სამართალმცოდნეობა. ბაკალავრის ხარისხი;


დაამატე რეკომენდაცია

bg