მაღალეფექტური მართვა კრიზისში

მაღალეფექტური მართვა კრიზისში

13/05/2020 - 18:00

ტრენინგის გავლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ უმოკლეს ვადებში აითვისოთ რისკების მართვის მექანიზმები, გადააწყოთ თქვენი კომპანიის სტრატეგია, მათ შორის, ადამიანური რესურსები და მყისიერად დანერგოთ ციფრული ტექნოლოგიები თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისთვის, რაც, მსოფლიოში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დიდი ხანია, აღიარებულია მოქნილ და ხარჯთეფექტურ სისტემად.

აღწერა

ტრენინგის - „მაღალეფექტური მართვა კრიზისში“ – შექმნის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა კომპანიები მთელს მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, საერთო საფრთხის, Covid 19-ის წინაშე დადგნენ. არაპროგნოზირებად გარემოში ბიზნესი აღმოჩნდა რისკების სწრაფი იდენტიფიცირების, სტრატეგიის გადაწყობისა და მუშაობის დისტანციურ მოდელზე ადაპტირების აუცილებლობის წინაშე. წარმოდგენილი ტრენინგი არის ეფექტური მექანიზმი კომპანიების ხელში, მოახდინონ მყისიერი რეაქცია კრიზისზე, რათა გადარჩნენ და გადაეწყონ წარმატების ახალ პლათფორმაზე. ტრენინგ მოდული შექმნილია ევროპის უნივერსიტეტის რექტორის, ასოცირებული პროფესორის, თამარ კერძაიას მიერ. მოდულის გავლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ უმოკლეს ვადებში აითვისოთ რისკების მართვის მექანიზმები, გადააწყოთ თქვენი კომპანიის სტრატეგია, მათ შორის, ადამიანური რესურსები და მყისიერად დანერგოთ ციფრული ტექნოლოგიები თქვენი ბიზნესის ეფექტური მართვისთვის, რაც, მსოფლიოში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დიდი ხანია, აღიარებულია მოქნილ და ხარჯთეფექტურ სისტემად.

ვისთვის არის ტრენინგი?

ტრენინგი განკუთვნილია კომპანიის მფლობელებისთვის, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გარდაქმნას კრიზისი შესაძლებლობად.


ტრენინგი შედგება სამი პრაქტიკული მოდულისგან:

 

ტრენინგ მოდული #1

  • თქვენს სფეროში მიმდინარე ცვლილებების სწრაფი ანალიზი;
  • პოტენციური ეკონომიკური სცენარების იდენტიფიცირება;
  • კრიზისის გავლენის დონის შეფასება თქვენს ბიზნეს სექტორზე: გამარჯვებულები, დამარცხებულები და შუაშისტები;
  • რისკების იდენტიფიცირების მექანიზმები: რისკების მატრიცის შემუშავება;
  • რისკების გავლენისა და ხდომილების დონის განსაზღვრა თქვენს ბიზნესში.

ტრენინგ მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი


მოდული #2

  • თქვენი ბიზნესის უპირატესობების იდენტიფიცირება ადგილობრივი და გლობალური მოცემულობის გათვალისწინებით;
  • პოტენციურ ფინანსურ რესურსებზე წვდომა: საგრანტო და საკრედიტო პორთფელები;
  • ბიზნეს სტრატეგიის გადაწყობა ახალ მოცემულობაზე;
  • ადამიანური რესურსების გადაფასება და მართვა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის ადაპტირება Covid 19-თან;
  • მომხმარებლის ლოიალურობისა და ბრენდის შენარჩუნება მიმდინარე და პოსტკოვიდ პერიოდში.

ტრენინგ მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი


მოდული #3

  • კომპანიის ეფექტიანი სტრუქტურის გამართვა დისტანციურ რეჟიმში: ანგარიშვალდებულება და უკუკავშირი;
  • მოქნილი სამოქმედო გეგმის ფორმირება და მონიტორინგის სისტემის აწყობა;
  • ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით კომპანიის მაღალეფექტური მართვა;
  • შერჩეულ პლათფორმაზე ორგანიზაციული საქმიანობის გადაწყობა;
  • საინფორმაციო არხების მოდელირება;
  • დისტანციური თათბირების ეფექტური მართვა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით.

ტრენინგ მოდულის ხანგრძლივობა: 3 საათი

 

 

მარტივია წარუმატებლობა გაამართლო კრიზისით; 

რთულია კრიზისი აქციო წარმატებად; 

არჩევანი ყოველთვის არსებობს...“  

თამარ კერძაია